Accessibility links

logo-print logo-print

ახალი კორონავირუსით დაავადებული 23-დან 3 პაციენტი საჩხერის კლინიკაშია


საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება კორონავირუსით COVID-19 დაავადებული 3 პაციენტი. ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ მედიას აცნობა, რომ სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ორი კი, 10 მარტს.

11 მარტის დილის მონაცემებით, საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასტუმროში კარანტინის რეჟიმშია 38 ადამიანი.

11 მარტის დილის მდგომარეობით, ახალი სახეობის კორონავირუსით საქართველოში დაავადებულია სულ 23 ადამიანი. 20 მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია. ამ კლინიკის პაციენტთაგან მძიმეა ერთის მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG