Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი


რუსეთის სახელმწიფო დუმამ 11 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უფლებას აძლევს, კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 383-მა დეპუტატმა, 43-მა თავი შეიკავა.

კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 23 იანვარს მიიღო პირველი მოსმენით. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა მასში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა, მათ შორის ხაზგასმულია "ღვთისადმი რწმენა", რუსული ენა აღიარებულია, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენა და დაუშვებლად ცხადდება „ისტორიის ფალსიფიკაცია“.

მანამდე, 10 მარტს, რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, კოსმონავტმა ვალენტინა ტერეშკოვამ მოითხოვა დამატებითი შესწორების შეტანა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აძლევს უფლებას, კენჭი იყაროს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც - მისი წინანდელი საპრეზიდენტო ვადების „განულების“ გზით.

ვლადიმირ პუტინი, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლის დროს, ამ შესწორებას დაეთანხმა, რაც კენჭისყრითაც დამტკიცდა. მესამე მოსმენა შესწორების კანონიერებას შეისწავლის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანხმობის შემთხვევაში, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, პრეზიდენტად დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG