Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ავღანეთში ძალადობის დონე მიუღებელია სამშვიდობო პროცესისთვის


აშშ-მა 10 მარტს თალიბანი გააფრთხილა, რომ ექსტრემისტების მიერ გამოწვეული ძალადობის ამჟამინდელი დონე "მიუღებელია" სამშვიდობო პროცესის გაძლიერებისთვის, იმ ფონზე, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭო მხარს უჭერს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე ძალისხმევას ავღანეთში თითქმის ოცწლიანი ომის დასრულებისთვის.

"ვაღიარებთ, რომ თალიბანმა გადადგა ნაბიჯები თავდასხმების შესაწყვეტად [ნატოს] კოალიციაზე და ქალაქებში. მაგრამ ისინი ძალიან ბევრ ავღანელს ხოცავენ სოფლებში. ეს უნდა შეიცვალოს. ასეთი ხარისხის ძალადობა ქმნის საფრთხეს, რომ ორივე მხარე ჩათრეულ იქნება მანკიერ წრეში, მას არავისთვის მოაქვს სიკეთე და ძირს უთხრის მშვიდობას", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი 10 მარტს.

გასული თვის ბოლო აშშ-მა ხელი მოაწერა თალიბანთან შეთანხმებას, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას მშვიდობას და ასევე მოიტანოს აშშ-ის სამხედროთა რაოდენობის თანდათანობითი შემცირება ამ მღელვარე ქვეყანაში. 10 მარტს უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და თალიბანს შორის, მაგრამ ამ შეხვედრის მოსამზადებელი პროცესი დროულად ვერ დასრულდა, რადგან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმა მთავარმა მეტოქემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, რასაც მოჰყვა საარჩევნო კრიზისი. მოლაპარაკებების შეფერხების კიდევ ერთი მიზეზი იყო თალიბანის მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG