Accessibility links

რუსეთის უწყებებმა დააკავეს ყირიმელი თათარი აქტივისტები


რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა დააკავეს ხუთი ყირიმელი თათარი აქტივისტი, მას შემდეგ, რაც გაჩხრიკეს მათი სახლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ, უკრაინის ყირიმის რეგიონში.

ყირიმში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა, ლუტფი ზუდიევამ რადიო თავისუფლებას 11 მარტს უთხრა, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურის, ეფესბეს ოფიცრებმა დააკავეს ისტორიკოსი სეითიმერ სეითუმეროვი, ყირიმელთა სოლიდარობის უფლებადამცველი ჯგუფის წევრი, ამეტ სულეიმანოვი და კიდევ სამი ყირიმელი თათარი აქტივისტი, ენვერ მუსტაფაევი, ოსმან სეითუმეროვი და რუსტემ სეთუმეროვი. დაკავებამდე გაჩხრიკეს მათი სახლები ქალაქ ბახჩისარაიში.

ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა სააგენტო ტასს დაუდასტურა 11 მარტს ბახჩისარაიში ხუთი ყირიმელი თათრის დაკავება, იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ისინი არიან ჰიზბ უთ-თაჰრირის წევრები - ისლამური ჯგუფისა, რომელიც აკრძალულია რუსეთში, მაგრამ დაშვებულია უკრაინაში.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, რუსეთის მთავრობამ ათობით ყირიმელი თათრის დევნა დაიწყო ჰიზბ უთ-თაჰრირის წევრობის ბრალდებით. მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაპატრონებას ხმამაღლა აპროტესტებდა ბევრი ყირიმელი თათარი, რომლებიც რეგიონში მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG