Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსის გამო, სურსათის სააგენტომ საზკვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართა


სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აღჭურვილობა-ინვენტარის ზედაპირების რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირის გაზრდისკენ მოუწოდებს. სააგენტო საჯარო სივრცეში განთავსებულ ობიექტებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი მაღალია, შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვას და სადეზინფექციო სამუშაოების ინტენსიურად ჩატარებას სთხოვს:

რეკომენდაციების სრული ნუსხა კი ასეთია:

  • გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 პროცენტს);
  • სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
  • ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
  • ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადებულია 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG