Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: თბილისში 8 საარჩევნო ოლქი იქნება


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში 7 ოლქის ნაცვლად, 8 საარჩევნო ოლქი იქნება.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან განმარტა, რომ საარჩევნო ოლქების განაწილებაზე ოპოზიციასთან შეთანხმება დღეს, 11 მარტს, დილით შედგა. მისი თქმით, ოპოზიციასთან პრინციპული შეთანხმება არსებობს და მხოლოდ ტექნიკური საკითხების დაზუსტება გახდება საჭირო.

„თბილისში იქნება 8 ოლქი. ეს ერთი მანდატი მოაკლდება ერთ-ერთ რეგიონს. დავაზუსტებთ ამას და შემდეგ გაცნობებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“, პირველადი ვერსიით, თბილისის 7 საარჩევნო ოლქად დაყოფას გეგმავდა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს,11 მარტს, იგეგმება საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტის ინიცირება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნები 130/20-ზე სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG