Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს


გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების თანახმად, 1987 წელს დაბადებული ირაკლი დეკანოიძე ხაშურში, 30 წლის ნათია გოგალაძესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა. მან შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მოკვლის მიზნით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. ვინაიდან დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა, ირაკლი დეკანოიძემ ნათია გოგალაძის მიმართულებით ისროლა ხელყუმბარაც, რომელიც არ აფეთქდა. ნათია გოგალაძემ თავი იქვე მდებარე სუპერმარკეტს შეაფარა, სადაც მას ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG