Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის გამო შეიძლება კონსტიტუციის საჯარო განხილვის წესი შეიცვალოს


კორონავირუსის გამო შეიძლება კონსტიტუციის საჯარო განხილვის წესი შეიცვალოს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა.

"ის აუცილებლად ჩატარდება, გამოვიყენებთ რეალურ სივრცეებს თუ ტელეკომუნიკაციის სხვა პლატფორმებს, სადაც ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას და მათგანაც მივიღებთ კითხვებს. ამაზე საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც იქნება", - თქვა თალაკვაძემ.

დღეს, 11 მარტს, ბიუროზე არჩევნებთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილების პროექტი უნდა დარეგისტრირდეს. მის მისაღებად საჯარო განხილვები აუცილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG