Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის პარლამენტი ეფექტურად მუშაობს, კარანტინში არავინაა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამ დრომდე არცერთ დეპუტატს და პარლამენტის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსის შემთხვევა არ გამოუვლინდათ. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე მანვე აღნიშნა, რომ ისინი არ არიან კარანტინში და პარლამენტი ეფექტურად მუშაობს.

"მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა ბრძანება, რომელიც პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერ სიტუაციას დაარეგულირებს. ეს იქნება თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული", - თქვა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტი ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებით სიტუაციას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 შემთხვევა ფიქსირდება. პრევენციის მიზნით, კარანტინში იმყოფება 298 ადამიანი, სტაციონარში კი - 46.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG