Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას


ბერნი სანდერსი
ბერნი სანდერსი

აშშ-ის სენატორმა ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას. მან ასევე თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება დებატებს აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრემიერ ჯო ბაიდენთან.

სანდერსმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 10 მარტს გამართული საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნების შედეგები ამერიკის ექვს შტატში. მედიის ცნობით, ვერმონტის სენატორი სანდერსი ჯერჯერობით იმარჯვებს მხოლოდ ერთ შტატში - ჩრდილოეთ დაკოტაში. იქ მან ხმების 53% მოაგროვა, ბაიდენმა - თითქმის 40%.

სამშაბათის პირველადი კენჭისყრების შემდეგ ბაიდენი დამაჯერებლად ლიდერობს საარჩევნო მარათონში და მან გაიუმჯობესა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობის შანსები. ბაიდენმა მიჩიგანსა და კიდევ სამ შტატში გაიმარჯვა.

Associated Press-ის ცნობით, საერთო ჯამში ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის ამჟამად 846 დელეგატს აგროვებს, სანდერსი კი 684-ს. ყრილობა ზაფხულში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG