Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანი: იტალიაში საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. ახალგაზრდა ქალი რომის კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG