Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: თუ ვირუსის გავრცელების წყაროს ვერ დავადგენთ, უკონტროლო გავრცელების რისკი გაჩნდება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ინფიცირებულ პაციენტთან არის დადგენილი და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი.

"მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ვირუსი და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG