Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, იუსტიციის სამინისტროს სერვისებით გადაუდებელ შემთხვევაში ისარგებლონ


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს სერვისებით სარგებლობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრებსა და სანოტარო ბიუროებში. გადაუდებელი საჭიროებაა, როცა გადადება გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ესაა მოწოდება, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციისთვის", - თქვა წულუკიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG