Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორ პაციენტს განსაკუთრებულად აკვირდებიან


გორის სამხედრო ჰისპიტალი
გორის სამხედრო ჰისპიტალი

12 მარტის დილის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 34 პირი იმყოფება. ორ მათგანი კორონავირუსის COVID-19 ეჭვის გამო, განსაკუთრებულ კონტროლზეა. ამჟამად მათი ტესტირების პასუხს ელოდებიან.

გორის ჰოსპიტალში მყოფი 34 პაციენტიდან 7 სამხედრო მოსამსახურეა.

„ძირითადად, გამოხატულია დაბალი ტემპერატურა. განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არა აქვს. ახლო მომავალში იგეგმება იმ პაციენტების გაწერა, რომლებსაც შეუსრულდა კარანტინის 14 დღე:, - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.

12 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოს 123 ქვეყანაში სულ დაავადდა 126 510 ადამიანი. გარდაიცვალა 4637. გამოჯანმრთელდა 68317.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG