Accessibility links

site logo site logo

ქართველი და რუსი მორაგბეების მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება


14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს თბილისში, მაყურებლისგან ცარიელ სტადიონზე დაუპირისპირდება. მიზეზი კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარებაა.

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყოველდღიური კონსულტაციები აქვთ როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან: „არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე“.

შეძენილი ბილეთების საფასური გულშემატკივრებს უკან დაუბრუნდებათ. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG