Accessibility links

პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნების სატელეფონო შეღავათებით ჩანაცვლება იგეგმება


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალულია პაემნები, თუმცა ვინაიდან ეს არ არის „მარტივი ტვირთი“ პატიმრისთვის, სამინისტრო „სატელეფონო შეღავათების“ დაწესებას გეგმავს:

ჩვენ ვმუშაობთ უკვე რამდენიმე დღეა იმისათვის რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით. თუ რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამაზე პირველ რიგში ჯერ პატიმრებთან გვექნება კომუნიკაცია და საჯაროდაც გამოვაცხადებთ.

ეს შეღავათები იქნება ისეთი შეღავათები, რომ არავითარ შემთხვევაში ამან არ გამოიწვიოს პატიმრისთვის რაიმე ტიპის ფინანსური ტვირთი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში დაადასტურა ერთ-ერთ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს ახალ კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მინისტრის თქმით, მძიმედ დაავადებულ პატიმარს არაერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინში რჩება 295 ადამიანი, სტაციონარში კი 49.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG