Accessibility links

საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა ტრამპის განცხადებას ევროპასთან მგზავრობის შეზღუდვაზე


აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე ახალი ძალით გაგრძელდა წამყვანი აქციების ფასების ვარდნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენ ტმა დონალდ ტრამპმა 13 მარტიდან ერთი თვით დააწესა შეზღუდვა შენგენის ზონაში შემავალი ევროპული ქვეყნებიდან მგზავრების მიღებაზე.

12 მარტის დილით 5%-ით გაუფასურდა ლონდონის FTSE ინდექსი, რომელიც 100 უმსხვილესი ბრიტანული კომპანიის მაჩვენებლებს ასახავს. იგივე ბედი ეწია პარიზის საფონდო ბირჟის მთავარს ინდექსს CAC-40-ს.

აზიაში 4,4%-ით დაეცა ტოკიოს და 3,7%-ით ჰონგ-კონგის ბირჟის უმნიშვნლოვანესი ბირჟების ინდექსები.

მარტის დასაწყისიდან გაუფასურებას განაგრძობს Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი. ერთი ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი 34 $-ს შეადგენს.

აქციები ვარდნას განაგრძობს უოლ სტრიტზე, სადაც ერთ-ერთი მთავრი ინდექსის - Dow Jones Industrial Average -ის დანაკარგმა 5,8 %-ი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG