Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 17 პაციენტს არ დაუდასტურდა


კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება არ დაუდასტურდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 17 პაციენტს.

კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია. მათგან 7 მოქალაქე რომიდან თბილისში ამ კვირის დასაწყისში დაბრუნდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ავიარეისით. ჩამოსვლის დღეს მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მარტს, დღის პირველ ნახევარში ჩატარებული ტესტირებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა კიდევ 11 პაციენტს.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. 21 პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია, 3 კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში. ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG