Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: ჯანდაცვის სამინისტროს სამი სცენარი აქვს


ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად სამი სცენარი არსებობს. მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ახსნა, ვირუსის გავრცელების რა პერსპექტივას ხედავს სახელმწიფო.

მისი თქმით, უკეთეს შემთხვევაში საქართველოში ეს ვირუსი მსუბუქად გადაივლის და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იქნება ძალიან ცოტა. მისი ვარაუდით, ამ სცენარის შემთხვევაში პროცესი დროში გაწერილი იქნება.

გარდა ამისა, განიხილება ვირუსთან ბრძოლის 12 კვირაზე გაწერილი ვერსიაც. ამ შემთხვევაში, მინისტრის გათვლებით, ქვეყანაში რამდენიმე ასეული პაციენტი იქნება. ყველაზე რთული შემთხვევა კი ქვეყანაში 400-მდე მძიმე პაციენტის ყოლაა.

"ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე, საექიმო პერსონალი უკვე მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიყოთ მშვიდად, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ", - განმარტა მან.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა დასტურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG