Accessibility links

საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლი დაანთეს


საბერძნეთში, ანტიკურ ოლიმპიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე აჟღერდა იაპონიისა და საბერძნეთის სახელმწიფო ჰიმნები და აღიმართა ამ ქვეყნების დროშები. ბოლოს კი, ოლიმპიური ცეცხლი გადაეცა პირველ მეჩირაღდნეს და ტრადიციული ესტაფეტაც დაიწყო, რომელიც 24 ივლისს, ტოკიოში უნდა დასრულდეს, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ცეცხლის დანთების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ამ ნაბიჯით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმება ან გადადება დღის წესრიგში არ დგას. ოლიმპიადას ტოკიომ 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა უმასპინძლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG