Accessibility links

logo-print logo-print

გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა შეეფარდა, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის


„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რადიო „თავისუფლებას“ საქალაქო სასამართლოში უთხრეს, რომ გუკა რჩეულიშვილს ბრალად წარდგენილი აქვს ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, შემაკავებელი ორდერი გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ ჰქონდა გამოწერილი, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG