Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადადის


გორის მუნიციპალიტეტის მერია
გორის მუნიციპალიტეტის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დიდი ნაწილი, დღის მეორე ნახევარში სამსახურიდან სახლში გაუშვეს.

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

არადისტანციურად, ჩვეული გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აპარატის უფროსი.

გორის მერიის და საკრებულოს სხვა თანამშრომლები შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური მუშაობაზე გადადიან. გორის მერიის ინფორმაციით, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს კანცელარია და მოსახლეობას ყველა შესაბამის მომსახურებას შეუფერხებლად გაუწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG