Accessibility links

logo-print logo-print

კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 74 მოქალაქეა


12 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში თვითოზალაციის რეჟიმშია 74 მოქალაქე. ისინი იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების
უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ე.წ. საინკუბაციო პერიოდი ჯერ გასული არ აქვთ.

ახმეტაში თვითიზოლაციაში იმყოფება 14 პირი, გურჯაანში - 8, დედოფლისწყაროში - 1, თელავში - 14, ლაგოდეხში - 7, საგარეჯოში - 13, სიღნაღში - 11 და ყვარელში 6.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესები ჯერჯერობით არავის დაურღვევია: „თავადავე ხედავენ რა მდგომარეობაა ქვეყნებში და ფრთხილობენ".

ხიზანიშვილის თქმით, დარღვევის შემთხვევაში, საქმეში პოლიცია ჩაერთვება. თუ ერთი გაფრთხილების შემდეგ, თვითიზოლაციაში მყოფი პირი რეჟიმს ისევ დაარღვევს, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზეც. ნელი ხიზანიშვილის ცნობით, ორი დღის წინ, საქართველოში შემოსვლის მსურველი 15 პირიდან 12-ს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ისინი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

12 მარტის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG