Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა


კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქუთასის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ ქუთაისის მერიისის სამსახურები, რომლებსაც მოქალაქეებთან უშუალო შეხვრა არ უწევთ.

ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.

ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები , რომელთა თანაშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დისტანციურ მუშაობაზე სამსახურები მინიმუმ 2 კვირის მანძილზე იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG