Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბაბიშმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრე ბაბიში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრე ბაბიში

ჩეხეთში 30 დღით შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ჩეხეთში შესვლა აეკრძალებათ მგზავრებს გერმანიიდან და ავსტრიიდან, ასევე სხვა „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.

მთავრობა აკრძალვას აწესებს კულტურულ, სპორტულ, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

საღამოს 8 საათის შემდეგ იკრძალება რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შეკრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG