Accessibility links

logo-print logo-print

ერთ დღეში ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაწყებულ გაუფასურებას ლარი დოლართან, ევროსთან და სხვა ვალუტებთან აგრძელებს. ერთ დღეში ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა.

ხვალიდან, 13 მარტიდან შემდეგი გაცვლითი კურსი იქნება:

  • 1 დოლარი — 2,9494 ლარი;
  • 1 ევრო — 3,3145 ლარი.

პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან 11,5 თეთრით გამყარდა, ბოლო ოთხ დღეში კი 15 თეთრით გაუფასურდა.

  • პირველი თებერვალი: 1 დოლარი — 2,8898 ლარი;
  • 3 მარტი: 1 დოლარი — 2,7735 ლარი;
  • 10 მარტი: 1 დოლარი — 2,7963 ლარი;
  • 13 მარტი: 1 დოლარი — 2,9494 ლარი.

საფონდო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი არა მარტო ევროსა და დოლართან, არამედ 30-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის - რუბლსა და ლირასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG