Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს


ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;
  • დღგ-სგან განთავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე;
  • მთავრობამ მოახდინოს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, არანაკლებ 300 მილიონი ლარის ოდენობით, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო;
  • ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით შეამციროს კომერციული ბანკების რეფინანსირების სესხების მოცულობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 295 პაციენტი, სტაციონარში კი 49.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG