Accessibility links

logo-print logo-print

ჩინელი ექსპერტის აზრით, COVID-19-ის კრიზისმა შეიძლება ივნისამდე გადაიაროს


სამედიცინო საკითხებში ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა ჟონ ნანშანმა, რომელიც ცნობილია 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის, განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ივნისისთვის დასრულდეს.

„თუკი ყველა ქვეყანა მოახერხებს მობილიზებას, შესაძლოა კრიზისი ივნისში დასრულდეს. მაგრამ თუკი ზოგიერთი ქვეყანა სერიოზულად არ მოეკიდება ინფიცირებისა და ზიანის ხარისხს და ენერგიულ ზომებს არ მიიღებს, შესაძლოა მან უფრო დიდხანს გასტანოს“, განაცხადა 83 წლის ეპიდემიოლოგმა.

დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 126 ათასზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში, გარდაიცვალა 4624.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 ვირუსის ინფექციას პანდემიად აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG