Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებით კარანტინში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია


ბათუმში თვითიზოლაციაში მყოფი პირი წესების დარღვევის გამო სავალდებულო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაუდასტურა.

იმავეს ამბობენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურშიც. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციისა და პაციენტის გადასაყვანად საჭირო სამედიცინო დახმარების მანქანა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანი და სტაციონარში 58. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რეკომენდაციების შესრულება. მათ, ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ, სხვა პირებთან კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG