Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის სასამართლომ დააჯარიმა „ბი-ბი-სი“ და მისი რედაქტორი


მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კანონის ორი პუნქტის დარღვევისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფულადი თანხის გადახდით დააჯარიმა BBC World News-ი და მისი მთავარი რედაქტორი მოსკოვში.

სასამართლომ დაადგინა, რომ განსასჯელებმა დაარღვიეს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუღებელი შინაარსის შემცველი ინფორმაციის შესაბამისი მარკირების შესახებ და ასევე არ გადასცეს დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარები შესანახად რუსეთის სახელმწიფო არქივს.

მოსამართლე ვასილისა ლაპინას გადაწყვეტილებით, ბი-ბი-სის“ მსოფლიო ახალი ამბების სააგენტოს («BBC World News») დაეკისრა 10,000 რუბლის ($133), ხოლო ეკატერინა იაკუშენკოს 6,000 რუბლის ($80) გადახდა.

იაკუშენკომ განაცხადა, რომ თავს არ მიიჩნევს დამნაშავედ.

მოსამართლის გადაწყვეტილება ეფუძნება 21 იანვარს ეთერში გასულ ინტერვიუს ამერიკელ საზღვაო ქვეითთან და კიდევ ორ სიუჟეტს, რომელიც ასახავდა სირიაში მომხდარ დაბომბვებს და კოლუმბიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას.

მანამდე ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანიას სასამართლოში უჩივლა რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სახელმწიფო უწყებამა, „როსკომნადზორმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG