Accessibility links

ტრამპის თქმით, მას არ აშფოთებს, რომ კორონავირუსთან ჰქონდა შეხება


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას არ აშფოთებს, რომ კორონავირუსთან ჰქონდა შეხება ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროსთან და ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, რომელსაც მას შემდეგ COVID-19-ის ინფექცია დაუდგინეს.

„მოდით, ასე ვიტყვი: მე ეს არ მაშინებს“, განუხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ირლანიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარაკართან შეხვედრისას.

ხუთშაბათს ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ბოლსონაროს მდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსით დაავადება დაუდგინეს და ის ამჟამად სახლში იმყოფება კარანტინში.

ბრაზილიის პრესაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ბოლსონაროც მეთვალყურეობის ქვეშაა.

ტრამპთან ბოლსონაროსა და ვაინგარტენის შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG