Accessibility links

logo-print logo-print

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის


კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო მუშაობის სპეციალურ, ნაწილობრივ დისტანციურ მეთოდზე გადადის. მუნიციპალიტეტების მერებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შესაბამისი რეკომენდაცია გასცა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, ხვალიდან, 13 მარტიდან, აღარ გაიმართება კომისიების ან საბჭოს სხდომები, რომელსაც მოქალაქეები ესწრებიან - კერძოდ: მიწის ლეგალიზაციის განაცხადების მიღება და ამავე საკითხზე კომისიის სხდომების ჩატარება, იურიდიული კონსულტაციების გაწევა.

მერი ამბობს, რომ არ შეჩერდება სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურება, თუმცა მერიის შესაბამის განყოფილებებში თანამშრომლების ნაწილი იმუშავებს მორიგეობით, ნაწილი კი საქმეს სახლიდან გააკეთებს:

„მაგალითად, ახლა არ არის აუცილებელი აუდიტის სამსახურმა მუდმივ რეჟიმში იმუშაოს. ასევე არის სხვა სამსახურები, თუმცა თანამშრომლებს ვეუბნებით, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რომ თუკი დაგვჭირდება, გამოვიძახებთ და ერთ საათში ადგილზე უნდა იყვნენ. ბუნებრივია, ყველაფერი არ გაჩერდება. ჩვეულებრივ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება.იფუნქციონირებს მუნიციპალური სერვისები, უფასო სასადილოები არ გაჩერდება. ამავდროულად, მოქალაქეებისთვის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ცხელი ხაზის ნომრები. ადამიანები ასეც დაგვიკავშირდებიან“.

ხვალიდან, 13 მარტიდან თითქმის ანალოგიური რეჟიმით იმუშავებს კახეთის დანარჩენი 7 მუნიციპალიტეტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG