Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი კორონავირუსით დაავადდა


ჯასტინ ტრუდო და სოფი გრეგუარ-ტრუდო (საარქივო ფოტო)
ჯასტინ ტრუდო და სოფი გრეგუარ-ტრუდო (საარქივო ფოტო)

კანადის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ცოლი სოფი გრეგუარ-ტრუდო კორონავირუსით COVID-19 დაავადდა.

ლონდონიდან კანადაში 11 მარტს დაბრუნებულ სოფი გრეგუარ-ტრუდოს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება 12 მარტს დაადასტურა. კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი იზოლირებულია და ოფიციალური ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჯერ კიდევ ცოლის ტესტის საბოლოო პასუხამდე გადავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.

მომდევნო 14 დღის განმავლობაში ჯასტინ ტრუდო შეხვედრებს არ გამართავს და მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია ტელეფონით და სხვა საშუალებებით ექნება. დღეს, 13 მარტს პრემიერ-მინისტრი კანადის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვასაც გეგმავს.

13 მარტის დილის მონაცემებით, კანადაში კორონავირუსით დაავადდა 158 ადამიანი. გარდაიცვალა ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG