Accessibility links

site logo site logo

გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში კიდევ რამდენიმე სამხედრო მოათავსეს


13 მარტის დილის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 პირი იმყოფება. 45 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურე. 12 მარტს საკარანტინო სივრცეში 7 სამხედრო იმყოფებოდა. გორის ჰისპიტალში კარანტინის რეჟიმშია აზერბაიჯანის 4 და ბულგარეთის 1 მოქალაქეც. სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში მყოფთა უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობდა.

ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ 12 მარტს გაგზავნილ 2 ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ ორ პირს არ დაუდასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება. დღეს, 13 მარტს ლაბორატორიაში გაიგზავნება კიდევ 4 ნიმუში.

დავით ბარლიანის განცხადებით, კარანტინის რეჟიმში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღემდე გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცე დატოვა 8 მოქალაქემ.

13 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 25 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 245 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 58. თვითიზოლაციაშია რამდენიმე ასეული მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG