Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოს დღეისათვის აქვს იმის რესურსი, რომ ახალი კორონავირუსის გამოწვევას უპასუხოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

„თუ ასეთი აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე იმაზე, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება. მისი თქმით, ღონისძიებები, რომლებსაც გარკვეული ქვეყნები ახლა მიმართავენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული აქვს:

„ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. და გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაავადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG