Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება


მოსკოვში ანატოლი ბიბილოვის და ვლადიმირ პუტინის წინა შეხვედრა 2019 წლის მარტში გაიმართა
მოსკოვში ანატოლი ბიბილოვის და ვლადიმირ პუტინის წინა შეხვედრა 2019 წლის მარტში გაიმართა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის სხვადასხვა უწყების ჩინოვნიკებს შეხვდა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება.

დღეს, 13 მარტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს“.

მოსკოვში პუტინის და ბიბილოვის წინა შეხვედრა 2019 წლის მარტში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG