Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მიმოსვლის რეჟიმი რუსეთთანაც გამკაცრდეს


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმოსვლის გამკაცრების რეჟიმს შესაძლოა რუსეთიც დაექვემდებაროს. „რუსეთის მიმართულებით მიმოსვლის გამკაცრება შეიძლება ღირდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ვირუსი საზღვრებს არ ცნობს და, შესაბამისად, აქცენტის მხოლოდ რუსეთზე გაკეთება არ შეიძლება:

„რა თქმა უნდა, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემაზე და ვირუსზე, რომელიც, გვესმის, რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული ღონისძიების მიღება საზღვარზე, ჩვენ ამას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით კვეთისას შეზღუდვებია დაწესებული ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG