Accessibility links

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებენ.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG