Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსით დაავადების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა


რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირებულია 45 კაცი.

სპეციალური შტაბის თანახმად, ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში, სამი სანქტ-პეტერბურგში, თითო-თითო პერმში, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში.

მოსკოვის ვიცე-მერის, ანასტასია რაკოვას ცნობით, ორკვირიან კარანტინში ამჟამად იმყოფება 13 ათასი კაცი. ისინი საზღვარგარეთიდან, კერძოდ, ევროპიდან სულ ახლახან დაბრუნდნენ რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG