Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა, არ აღმოაჩნდა კორონავირუსი


ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც ორიოდე დღის წინ თეთრ სახლში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, შემოწმების შემდეგ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„როიტერსის“ თანახმად, ამის შესახებ საუბარია ბრაზილიის პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე.

ბოლსონაროს შემოწმება ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსი დაუდგინდა.

„მისი შემოწმების პასუხი არის ნეგატიური. წერტილი“, - განუცხადა ბოლსონაროს შვილმა ედუარდომ Fox News-ს.

მანამდე აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პირველადი შემოწმების პასუხი იყო პოზიტიური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG