Accessibility links

ამირან გამყრელიძე: შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან (COVID – 19) დაკავშირებით ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში, დღეს იყო მინიმუმი რვა შემთხვევა. ხოლო ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, გახლავთ 140 ათასი, 60 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი - 63.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG