Accessibility links

24 საათზე მეტია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა


„ორი დღეა, რაც ლაბორატორიული კვლევები ლუგარის ცენტრის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში ტარდება. სამივე წერტილში კორონავირუსზე დაახლოებით 35 ნიმუშის გამოკვლევის შემდეგ, ყველა უარყოფითა“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის რამდენიმე ათეულ ნიმუშს იკვლევენ.

ვიდეოში, რომელსაც ცენტრი ავრცელებს, ამირან გამყრელიძიე ზოგადი მდგომარეობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, ე.წ. შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა ყოველსაათობრივად იცვლება.

„შესაძლო შემთხვევები ფიქსირდება საზღვარზე, ან საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში. ვისაც სიმპტომები ეწყება, გადადის ინფექციურ საავადმყოფოებში და შესაბამისად, იქ ნიმუშებს იღებენ. ყოველდღიურად, 60-მდე ადამიანს ვიკვლევთ ლაბორატორიულად“, - აღნიშნავს გამყრელიძე. მისი ინფორმაციით, საქართველოში შიდა გავრცელება ჯერჯერობით არ დასტურდება.

გამყრელიძე საქართველოში შემთხვევების მატებას ვარაუდობს, მისი თქმით, კლება არის მხოლოდ ჩინეთში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა 12 მარტს, 17:00 საათისთვის დადასტურდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი - 63. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG