Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ექვსი თვით გაუგრძელა სანქციები რუსეთის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს


ევროკავშირმა ექვსი თვით გაუგრძელა სანქციები რუსეთის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც, ბრიუსელის აზრით, კავშირში არიან „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასთან“. ამის შესახებ იტყობინება ევროპის კავშირის ოფიციალური გამოცემა.

185 ადამიანსა და 135 ორგანიზაციას უგრძელდებათ შეზღუდვები საბანკო ოპერაციებზე, მათ ასევე ეკრძალებათ ევროპის კავშირის ტერიტორიაზე შესვლა.

სანქციები შემოღებულ იქნა 2014 წლის პირველ ნახევარში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. როგორც ადრე, ახლაც სანქციები ნახევარი წლით გრძელდება. უკანასკნელად ეს გაკეთდა 2019 წლის 13 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG