Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა განაცხადა, რომ შაბათიდან 15 დღით გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი

ესპანეთმა განაცხადა, რომ შაბათიდან 15 დღით გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გამწვავებას ნიშნავს.

ზოგიერთ რეგიონში დახურულია მაღაზიები, ეკლესიის მსახურებმა გააუქმეს რამდენიმე საეკლესიო ღონისძიება.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში დაავადებულთა რიცხვმა ათი ათასს შეიძლება გადააჭარბოს, რაც ამჟამინდელზე ორჯერ მეტია. მან მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„გმირობაა ასევე ხელების ბანა და სახლში დარჩენა“, განაცხადა სანჩესმა სატელევიზიო გამოსვლაში. „გამარჯვება ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში, ჩვენს სამსახურში, ჩვენს რაიონში“.

ევროპაში იტალიის შემდეგ ესპანეთში ყველაზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. ამჟამად მათი რიცხვი 4200-ს აჭარბებს. გარდაიცვალა 120-მდე ადამიანი. ხუთშაბათის შემდეგ დაავადებულთა რიცხვი 1000-ით გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG