Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საფონდო ბირჟებმა მკვეთრი მატებით უპასუხეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას


უოლ სტრიტის ძირითადმა ინდექსებმა მკვეთრი მატებით უპასუხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

Dow Jones-მა 1985 პუნქტით, ანუ 9,4%-ით მოიმატა, რაც მისი უდიდესი მატებაა 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ.

Nasdaq-მა 9,35%-ით მოიმატა, S&P 500-მა კი - 9,29%-ით.

საფონდო ბირჟებზე კურსების მატება მოჰყვა ერთკვირიან დაღმასვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შიშითაა გამოწვეული. ხუთშაბათს აქციების ვარდნა ყველაზე უარესი იყო 1987 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG