Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ვირუსი აღარ უფიქსირდება - ეზუგბაია


ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ პირველ პაციენტს 13 მარტს გაკეთებული ტესტით ვირუსი აღარ აქვს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტს 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ტესტი და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, იგი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაუდასტურდა 50 წლის კაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა დასტურდება. კარანტინის რეჟიმშია 314, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG