Accessibility links

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმოსვლა შეწყდა


საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან, მეზობელ აზერბაიჯანში დილიდან მოქალაქეებს აღარ უშვებენ. საბაჟო გამშები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დგანან და პერიმეტრს აკონტოლობენ.

საქართველოდან აზერბაიჯანში წასვლის მსურველი მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვრის დაკეტვის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან 13 მარტის საღამოს ორი ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთეს.

დილიდან საზღვარზე არ ატარებენ აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალ მგზავრებსაც.

შეზღუდვა 10-დღიანია და არ ვრცელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი ასევე 10 დღით ჩაკეტა სომხეთთანაც. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG