Accessibility links

რაკეტები ესროლეს კოალიციის ბაზას ბაღდადიდან ჩრდილოეთით


რამდენიმე რაკეტა მოხვდა ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც განთავსებული არიან აშშ-ის და კოალიციის სხვა ძალები, - იუწყება დასავლეთის მედია.

ტაჯის ბანაკზე 14 მარტს მიტანილ ამ იერიშს სამი დღით უსწრებდა წინ მსგავსი თავდასხმა, რომელსაც ერთი ბრიტანელი და ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლნენ.

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს ერაყის უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ათამდე რაკეტა დაეცა ბაზის ტერიტორიაზე, რამდენიმე კი ერაყის ძალების მიერ გამოყენებულ ასაფრენ ბილიკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

მანამდე, 11 მარტს განხორციელებული თავდასხმის პასუხად, აშშ-მა 13 მარტს იერიში მიიტანა ერაყის სამხრეთში განთავსებულ გასამხედროებულ ჯგუფებზე, რასაც ემსხვერპლნენ ერაყის უსაფრთხოების ძალების ხუთი წევრი და ერთი სამოქალაქო პირი. აშშ-ის არმია აცხადებს, რომ მისი სამიზნე იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფება ქათაიბ ჰესბოლა.

ერაყის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰიმ 13 მარტს დაგმო აშშ-ის შეტევა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში შესაძლოა ქაოსმა დაისადგუროს და ის "შეუმდგარ სახელმწიფოდ" გადაიქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG