Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული 50 ადამიანი კარანტინს კახეთში გადის


კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში საკარანტინე ზონა მოეწყო, რომელშიც საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული 50 ადამიანი მოათავსეს.

"ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინე ზონას დაცვის პოლიცია იცავს", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

ხიზანიშვილის თქმით, საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფის ქვეყნების სიაშია, რის გამოც სამშობლოში პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში 14 დღეს გაატარებენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 30 შემთხვევა დასტურდება. სავალდებულო კარანტინი საქართველოს დაწესებული აქვს 10-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულთათვის.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG