Accessibility links

logo-print logo-print

“შეაჩერეთ მუშაობა” - ხელისუფლების რეკომენდაცია კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, დროებით შეაჩერონ მუშაობა.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მუშაობის შეჩერება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

საქართველოში დასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა. ვირუსის გავრცელების რისკის გამო, რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG